● კოლეგებს
აბა რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
თქვენ ჩემზე უკეთ იცით ყოველი.
ხან ქედმაღლურად თავი დავხაროთ,
ხან პირფერობას თქვენგან მოველი.
ჩემგანაც ვიცი, ალბათ რთულია -
აუტანელი, მთვრალი ფრაზები,
ზოგჯერ ბოდვები გამართულია,
ზოგჯერ უზრდელიც დავიხაზები.
თვალებ-ნაზები, ბუმბერაზები
დიდ არტისტებად მოვიაზრებით,
ხვალ დავჭირდებით ნეტავი ვის? რაში?
რა საშიშია ეს ხშირი ტაში.
აბა რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
რომ დაგამწუხროთ, რა უნდა გითხრათ?!
განსაკუთრებულ გრიმს ჩვენ არ ვხმარობთ,
ყოფნა-არყოფნა კი რჩება კითხვად.
რამდენიც სახე - იმდენი სევდა
ჩაბუდებულა ამ ნაღრძობ ტვინში
და ნაკუწ-ნაკუწ სიწრფელეს ხევდა
ამპარტავნების შიშველი შიში
თვალებ-ნაზები, ბუმბერაზები
დიდ არტისტებად მოვიაზრებით,
ხვალ დავჭირდებით ნეტავი ვის? რაში?
მაგრამ დღეს ტაში, აბა ჰე! ტაში...
ნიკო გომელაური
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
მსგავსი ვიდეოები
PKTV-თანაგრძნობა: გარდაიცვალა ნელი როჭიკაშვილი - ექიმი ენდოს...
PK TV2
● ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა
TheApokaliptos
მე-2 ნაწ. 1992 წლის მიტინგების დარბევები; 'იბერია სპექტრი'...
PK TV2
● ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა
TheApokaliptos
ქარდავები ჯვარის ბატალიონიდან : პრეზიდენტ გამსახურდიას სიცო...
PK TV2
✔ ლევან ბანცაძე და გიორგი მატკავა / Georgian Musicians / Pan...
chub1na.ge
PKTV- ს დოკუმენტური ფილმი "შეხვედრა მუჟავაში ჯვარის ბატალიო...
PK TV2
მე- 2 ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე, ლევან ფრუ...
PK TV2