საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოს მიერ
სანქციებზე მომუშავე ჯგუფის გზავნილებმა საქართველოსთან დაკავშირებულ ბრალდებებს და ეჭვებს წერტილი მაინც ვერ დაუსვა. სამი მაღალი რანგის სტუმრის პოზიტიური შეფასებების მიუხედავად, შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვა არ წყდება. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ საჯარო განცხადებებს მიღმა მმართველმა გუნდმა გამაფრთხილებელი გზავნილები მიიღო. ევროკავშირში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და დიდი ბრიტანეთში სანქციების საკითხებზე მომუშავე პირთა პოზიციაა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენება არ ხდება და ქვეყანა ტვირთების მოძრაობას, თუ ფინანსურ სანქციებს მკაცრად აკონტროლებს. განსაკუთრებული აქცენტი იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე კეთდება, რომლებსაც რუსეთი იარაღის საწარმოებლად იყენებს. ხელისუფლება ახლა ბოდიშს ელოდება იმ ოპოზიციური ძალებისგან, რომლებიც თვეებია, საქართველოში ე.წ. შავი ხვრელის არსებობაზე მიუთითებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები დღემდე არ დადებულა, ოპონენტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს შესაბამისი ფაქტები აქვთ, თუმცა სანქციების დაწესებამდე ჯერ დიპლომატიურ ნაბიჯებს მიმართავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სანქციების აღსრულება - შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანქციების აღსრულება - შეხვედრები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
3
ნათია თურნავას შეხვედრა საქართველოში გერმანიის ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემოსავლების სამსახურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო სანქციების აღსრულება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster