3
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები შეხვდნენ. საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას, რომელიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ გადადგმულ იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას ამ მიმართულებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ულამაზესი სიმღერა J. Skanadze - Shen gekutvnis guli chemi...
ქართული მუსიკის საუკეთესო საიტი Georgian music
აქტუალური თემა: გონორეა
დისტანციური კლინიკა ,,ბაბა\"
ევროპის დღე 2023 - მთავრობის მიერ ორგანიზებული ევროპის დღეებ...
TV IMEDI
#მოამბე 18 საათზე, პირველი ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი ქართული ეკომეგობრული USB კაბელი „ტენე“ წლის ბოლოდან...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
გიორგი ვაშაძე - ეს არის ტოტალური ქოციანობა
ტვ პირველი • TV Pirveli
უმაგრესი კლიპი, არ ჩაუაროთ შრომა წყალში, უბრალოდ გააზიარეთ :...
New Videos / Subscribe
ზალკალიანის ვიზიტი ჟენევაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster