გიორგი ვაშაძე ხელისუფლების ინიციატივას გამოეხმაურა


გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი ხელისუფლების ინიციატივას, სოციალური დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით, ეხმაურება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, დაანონსებული წინადადება, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ხუთჯერ მოიმატებს, მომავალი წლის ბიუჯეტში გაწერილი არ არის.
შესაბამისად, \"ძალა ერთობაშიას\" წევრებისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს მმართველი გუნდი დანაპირების შესრულებას. გიორგი ვაშაძის განცხადებას პასუხი უკვე მოჰყვა. უმრავლესობაში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიტიკური სპეკულაცია უწოდეს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან