დაანონსებული პროტესტი და ოპოზიციის გეგმები
საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადასულმა ოპოზიციამ კონსულტაციების მეორე რაუნდი დაასრულა. ისევ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმას ათანხმებდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებს რამდენიმე ვარიანტი აქვთ მომზადებული და ახლა ერთ კონკრეტულ სტრატეგიაზე ჩამოყალიბებას ცდილობენ. განიხილება რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახეცვლილი ვარიანტის ხელახლა წარდგენა ან არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება. საბოლოოდ ოპოზიცია, სავარუდოდ, ე.წ. გერმანულ მოდელის მოთხოვნაზე ჩამოყალიბდება, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამ მოდელით არჩევნები ე.წ. ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს. კონსულტაციების ფონზე გრძელდება აქციებიც. დილიდან ხმაური იყო რეგიონებში „ქართული ოცნების“ იმ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან, რომლებმაც გუშინდელი კენჭისყრის დროს პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის ინიციატივა ჩააგდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროტესტი და დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციები
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმები - პარლამენტის პიკეტირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინაუგურაცია და ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის შეცვლილი სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის ნაწილის სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის შეცვლილი სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმა და რესურსი ქუჩის აქციებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster