საერთო ოპოზიციური პრაიმერიზის ინიციატივა
ოპოზიციური გაერთიანება ერთი საარჩევნო ნომრით და საერთო სიით - გახდება თუ არა გიორგი ვაშაძის შეთავაზება პოლიტიკური პროცესებისთვის ახალი იმპულსის მიმცემი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის ინიციატივა ხელისუფლების დასამარცხებლად პროევროპული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას და პრაიმერიზის ჩატარებას გულისხმობს, რომელმაც საერთო ოპოზიციურ სიაში კანდიდატების რიგითობა და მომავალი მთავრობის წევრების ვინაობაც უნდა განსაზღვროს. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ელენე ხოშტარიასთან და ზურა „გირჩი“ ჯაფარიძესთან შექმნილი პლატფორმა მალე ახალი წევრებით გაფართოვდება. თუმცა გამოხმაურების მიხედვით იდეის რეალობად ქცევა ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებაზე მეტად პარტიების ინდივიდუალური გაძლიერების მომხრეა და სკეპტიკურად უყურებს პრაიმერიზის ინიციატივასაც, რაც გასაკვირი არ არის. პრაიმერიზის ჩატარების წინადადება ჰქონდა პარტიის უკვე ყოფილ წევრ ნიკა ობოლაძესაც, რომელსაც საბოლოოდ გუნდიდან წასვლა მოუხდა. სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წლით ადრე, გადაიკვეთება თუ არა კიდევ ერთხელ ოპოზიციური ძალების გზები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრაიმერიზი და ბოიკოტი - ოპოზიცია ახალი სტრატეგიის ძიებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის ახალი ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთო ოპოზიციური შეთანხმება - სიუჟეტი
Girchi • გირჩი
მნიშვნელოვანია ერთიანობა და საერთო ოპოზიციური ფრონტის გახსნა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„ევროპულმა საქართველომ“ საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარად...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელენე ხოშტარიას წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია „ევროპული საქართველოს“ სიის პრეზენტაცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster