სეტყვამ თელავის და ახმეტის რაიონები დააზარალა
ქარიშხალისა და სეტყვის შედეგად ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, დასეტყვილია სოფელი ქორეთი და იქ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი და წინანდალი. სეტყვის შედეგად ზოგგან 50%-ით, ზოგგან კი 80%-ით გაანადგურა ვენახი, ატმის ბაღების და სხვა ერთწლიანი კულტურები. რა ზარალი მიიღეს რაიონებმა - ამის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. ამინდი კახეთში დღის მეორე ნახევარში გაუარესდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1iQgCoF
მსგავსი ვიდეოები
სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
10 აპრილს მოსულმა სეტყვამ კახეთის სამი მუნიციპალიტეტი დააზ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია პანკისის ხეობაში
ტელეკომპანია თანამგზავრი
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიამ ახმეტა დააზარალა
ტელეკომპანია თანამგზავრი
სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster