რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინაში ომი გრძელდება - ქვეყნის არმიამ დონბასში ოკუპანტების შეტევები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 7 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 73-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ნოვოპავლოვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე რუსი სამხედროები იცავენ ადრე დაკავებულ ხაზებს და პოზიციების საინჟინრო აღჭურვილობას ახდენენ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის სამი ვერტმფრენი და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. პარალელურად, რუსული ჯარები ბახმუტს, ავდეევკასა და ლიმანს უტევენ, ასევე ცდილობენ, გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია კუპიანსკის მიმართულებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან