ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ „სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას“. ამავე განცხადებაში ხალვაში განმარტავს, რომ უკვე ეძებს კადრს, სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედიამენეჯერს, რომელიც ტელევიზიას ჩაიბარებს. „18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო, ემუშავა უკლებლივ ყველა თანამშრომელთან, ნიკა გვარამიას გარდა. ასევე, მე ხაზგასმით ვთქვი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა დაცული. სამწუხაროდ, ჩემს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნებული ტელეკომპანიის ეთერიდან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი რამ მოვისმინეთ ისეთი, რაც სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება. ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ და უნისონშია ჩემს მიერ გათავისუფლებული გენერალური დირექტორის განცხადებებთან. ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ეს კი დიდი ალბათობით უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება“, – წერს ხალვაში გავრცელებულ განცხადებაში. მისივე თქმით, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშ...
ჩემი ცხოვრება
პაატა სალიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსთავი 2“-ის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგა ბოკერია ქიბარ ხალვაშის განცხადებას აფასებს
Maestro Television
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქიბარ ხალვაშის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პაატა სალიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster