ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ
07/22/2019
„დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში“, – ამის შესახებ განცხადებას „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ავრცელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“-მა უნდა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის, მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.
როგორც განცხადებაში აქიმიძე და დვალი აცხადებენ, განაგრძობენ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის. მათი თქმით, სახელწიფო ვალდებულია, დაიცვას მათი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები.
„2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები. როგორც არ უნდა დამთავრდეს „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – ნათქვამია აქიმიძისა და დვალის ერთობლივ განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.