ქიბარ ხალვაშის განცხადება
„რუსთავი ორის“ გასხვისების შესახებ განცხადება ტელევიზიის 100 %-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა დღეს წერილობით გაავრცელა. ხალვაშის განცხადებით, „კომპანია გასხვისდება გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. თუმცა გამონაკლისი მიხეილ სააკაშვილია. კონკურსი ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს. ქიბარ ხალვაშის განმარტებით, კომპანიის შეძენის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტური, საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ მილიონი ამერიკული დოლარის თანხის განთავსება. კონკურსში გამარჯვებულს საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს. მსურველებმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ უნდა გამოხატონ, რის შემდეგაც განხილული იქნება შემოთავაზებები“,- აცხადებს ქიბარ ხალვაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნინო დანელია ქიბარ ხალვაშის განცხადებასა და "რუსთავი 2"-ის გ...
რადიო თავისუფლება
გიგა ბოკერია ქიბარ ხალვაშის განცხადებას აფასებს
Maestro Television
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქიბარ ხალვაში - ყველაფერს გავაკეთებ „რუსთავი ორის“ გადასარჩე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშ...
ჩემი ცხოვრება
ქრონიკა 14:00 საათზე - 16 მაისი, 2022 წელი
TV IMEDI
მოვუწოდებ დამნაშავეებს, აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ქრონიკა 20:00 საათზე - 16 მაისი, 2022 წელი
TV IMEDI