პროექტი „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“
„ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის პრეზენტაცია. 10 იანვარს, კულტურის სამინისტროში ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა თავად წარადგინა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის, რეგიონული პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური და ააიპ "ობსკურას" დირექტორი მარიამ წიქარიძე ესწრებოდნენ. „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ - მსოფლიოში წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ 20 ნამუშევრიდან, სწორედ აღნიშნული პროექტი შეარჩია; ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე
culturegovge culturegovge
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ მარნეულში
Municipality of Marneuli
პროექტი „ცოცხალი წიგნები“
culturegovge culturegovge
პროექტი „ცოცხალი წიგნები“
TV IMEDI
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ იწყება
culturegovge culturegovge
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ იწყება
culturegovge culturegovge
პროექტი „ცოცხალი წიგნები“
culturegovge culturegovge
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გიორგი კეკელიძის რუბრიკაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster