„ფერმა“ - 9 ივნისს, 12:15 საათზე

05.06.2019 01:14

იშვიათი სახეობის ფრინველებისა და მათზე შეყვარებული ფერმერის ამბავი. გაიცანით მირზა მეგრელიძე, რომელიც მტრედებს წვრთნის, თუთიყუშებს ალაპარაკებს და მოჩხუბარი მამლების კოჰაბიტაციას ცდილობს. ნახეთ როგორ იქცა ჰობი ცხოვრების წესად; აჭარა ტურისტული სეზონისთვის ემზადება. გაიგეთ როგორ ვითარდება რეგიონში მეკალმახეობა და აგროტურიზმი. ნახეთ როგორია ფერმაში შემწვარი კალმახი და როგორ ცდილობენ აჭარელი ფერმერები თავი მოაწონონ ტურისტებს; საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს გრძელვადიანი პროექტის განხორციელებას, სახელწოდებით „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. როგორ შუწყობს ხელს ეს პროექტი საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარებას და ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას - კვირას, 9 ივნისს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: