WIKIPEDIA :The biography - გენერალი სერგო დავლიანიძე

01/03/2012
Sergo Davlianidze-ის მიერ

ვიკიპედიიდან,ქართულენოვანი თავისუფალი ენციკლოპედიიდან :- სერგო დავლიანიძე ( დაიბადა 1904 წ. 15 ივნისს სოფ.სხვავა ,რაჭის მაზრა,ქუთაისის გუბერნია,რუსეთი. გარდაიცვალა 25 აგვისტო 1967 ,სოფ.იავასი ( Явас ) მორდოვის ასსრ სსრკ.) - ქართველი საბჭოთა გენერალ-მაიორი,რეპრესირებული.ბ ი ო გ რ ა ფ ი ა : დაიბადა სიმონ დავლიანიძის და ფედოსია სხირტლაძის ოჯახში.უმაღლესი განათლება მიიღო ქალაქ პიატიგორსკში. 1925 წლ. 1948 წლამდე მსახურობდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სისტემაში მაღალ თანამდებობებზე. 1940 წლის 19 მარტს არჩეული იქნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ( ბოლშევიკების ) XIII - ყრილობის მიერ საქართველოს კომუნისტური პარტიის ( ბ ) ცენტრალური კომიტეტის კანდიდატად - კანდიდატობის მანდატი № 5 - ს ხელს აწერდა მდივანი კანდიდ ჩარკვიანი. http://www.Knowbysight.info/1_GRUZ/10... - 1943 წლის 14.თებერვალს მიიღო კომისარის წოდება.1945 წელს იოსებ სტალინის ბრძანებით მიიღო გენერალ-მაიორის წოდება ( 09 07 1945,დადგენილება №1663 ) 1948 წლიდან 1956 წლის 9 მარტამდე მუშაობდა საქართველოს ინტურისტის მმართველის თანამდებობაზე. 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ( საბჭოთა არმიის ნაწილებმა დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში ) გამოვიდა სიტყვით მიტინგზე სტალინის ძეგლთან მოითხოვა საქართველოს გამოსვლა საბჭოთა კავშირიდან და ახალი სახელმწიფოს შექმნა სოციალისტური ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარისკაცებმა დახვრიტეს მიტინგი,გენერალს არ ესროლეს,სავარაუდოდ იმიტომ,რომ მას ეცვა გენერლის ფორმა ლენინის ორი და სხვა ორდენებით. გენერალი დააპატიმრეს 1956 წლის 9 მარტს რუსთაველზე,სასტუმრო ინტურისტთან , მიტუნგის ორგანიზებისა და მასზე სიტყვით გამოსვლის ბრალდებით 1957 წლის 18 ოქტომბერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის უზენაესი ტრიბუნალის დახურულ სხდომაზე საქართველოს ს.ს.ს.კ. 58 -7,58-8 მუხლით მიუსაჯეს პატიმრობა 25 წლით. გენერალი გარდაიცვალა 1967 წლის 25 აგვისტოს მორდოვის ციხეში დაკრძალულია საპყრობილის სასაფლაოზე.Давлианидзе Сергей Семёнович.См.Справочник Н.В.Петров М.22 09 2010 г.\" Кто руководил органами госбезопасности 1941-1954 \"стр.324.http://www.memo.pu/uploads/files/845.pdf или Google НКВД-СССР-Мемориал.http://shieldandsword.mozohin.ru/rank...