გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს


თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობასა და სოლიდარობას უცხადებს.

„ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს საგარეო უწყებაც. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ახლო მოკავშირესა და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულების ოჯახების მწუხარებასა და ყველა დაშავებულს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერია განცხადებაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან