საჭიროა ერის სრული გამოფხიზლება, თორემ გაგვყიდიან ეს მანქურთები!- გეოფიზიკოსი გურამ მაქაცარია, PKTV
● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php ● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/ გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში გავიდა 25.04 . 2021 წ. ჟურნალისტ გიგლა გობეჩიას საავტორო რუბრიკაში 'დიდი გარღვევა', სახელწოდებით: საჭიროა ერის სრული გამოფხიზლება, თორემ გაგვყიდიან ეს მანქურთები! ,,ენკასთან“ დადებული ხელშეკრულება გაუგონარი ღალატის კლასიკური მაგალითია. რატომ არა - გიგანტურ ჰესებს, საქართველოში! გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი გიგლა გობეჩია; სტუმარი საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პარლამენტის წევრი, ცნობილი კიბერნეტიკოსი და გეოფიზიკოსი გურამ მაქაცარია მიმართულების ხელმძღვანელი და პროდუსერი - ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. ტელეკომპანია PKTV-ის ერთგულმა მაყურებლებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ვრცელი გადაცემის შემდეგ იშვიათად ვაწუხებთ ერთსა და იმავე ავტორს, მაგრამ ბატონი გურამ მაქაცარიას შემთხვევაში ეს დაუწერელი ტრადიცია დავარღვიეთ. ამის მიზეზი კი, თქვენი უამრავი სატელეფონო ზარი და ინტერნეტ გამოხმაურება გახდა. თქვენ, ჩვენო ძვირფასო ქომაგებო, სრულიად სამართლიანად შენიშნეთ, რომ ბატონ გურამს კიდევ ბევრია რამ აქვს სათქმელი ნამახვანჰესთან დაკავშირებით. ამიტომაც ჩვენ ისევ მივუბრუნდით ამ თემას და ვცადეთ იმ უამრავთაგან ზოგიერთ გამოხმაურებაზე გვეპასუხა. და თან ზოგი რამ ახალიც დაგვემატებინა. კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ რომ საჭიროა ერის სრული გამოფხიზლება, თორემ გაგვყიდიან ეს მანქურთები! რომ საზოგადოების სრულ გამოფხიზლებამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი! რომ ,,ენკასთან“ დადებული ხელშეკრულება გაუგონარი ღალატის კლასიკური მაგალითია. რომ ვუთხრათ ქოცნაც ხელისუფლებას ასე მამალი კომუნისტებიც კი არ იქცეოდნენ და იმ დროის პროფესიონალი და წესიერი გეოლოგები, გეოფიზიკოსები, სეისმოლოგები, ეკოლოგები და სხვები ილაშქრებდნენ ამგვარი პროექტების წინააღმდეგ. რომ ჩვენ მხოლოდ ფაქტებით, არგუმენტებით და ანალოგიების მოშველიებით დაგანახებთ, რომ საქმე იმაზე უარესადაა, ვინემ მარტო ნამახვანჰესის აშენება-არაშენება. საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პარლამენტის წევრი, ცნობილი კიბერნეტიკოსი და გეოფიზიკოსი გურამ მაქაცარია, რომელმაც ლამის ნახევარი საუკუნე შეალია ჰიდროელექტრო სადგურების სარგებლიანობისა და მავნებლობის პრობლემის შესწავლას კიდევ ერთხელ ნამდვილად თავზარდამცემ ინფორმაციას მიაწვდის PKTV-ს ერთგულ მაყურებლებსა და საქართველოს გონიერ, ქვეყნის სვე-ბედზე მოფიქრალ საზოგადოებას. ჩვენი ტელეკომპანიის საავტორო პროგრამის ,,დიდი გარღვევის“ ავტორისა და წამყვანის გიგლა გობეჩიასა და მისი სტუმრის, მეცნიერისა და მკვლევარის გურამ მაქაცარიას მორიგი დიალოგი კიდევ ერთხელ გაგაცნობიერებინებთ ამ პრობლემას. გვესმის, რომ მწარეა ესოდენ შიშველი სიმართლე, მაგრამ განსაცდელი, რასაც ჩვენი ბედოვლათი ნაცქოცების ხელისუფლება სრულიად საქართველოს მოსახლეობას უმზადებს, გაცილებით მძიმე იქნება. ამიტომ ჩვენი ტელეკომპანია მზადაა დაუთმოს ეთერი ამ თემაზე პაექრობის მსურველ პატიოსან და არა დაქირავებულ პროფესიონალებს. გვიყურეთ ჩვენ, გვენდეთ და მოგვყევით. და გახსოვდეთ, ჩვენ არ გატყუებთ და არც ვპროპაგანდისტობთ! ჩვენ ჩვენი ხალხი და ჩვენი მარადიული სამშობლო გვტკივა და მოგვიტევეთ, თუ ცოტა უფრო შორს ვიხედებით, ვინემ ამ საშინლად კაბალური ხელშეკრულების ავტორები და მისი შესრულების მოწადინეები! დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ. მაშ ასე, გვიყურთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ. გაგრძელებები იქნება... ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , "ახალი ქსელები", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv და ჩვენს საიტზე pktvgeorgia.ge ● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/.... ასევე გვიყურეთ თანამგზავრზე - Azercosmos 46 გრადუსი, 30 000 ჰორიზონტალზე, სიხშირე -11095 (დროებით დაპაუზებულია) გადაცემის წამყვანი გიგლა გობეჩია სტუმარი: გურამ მაქაცარია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ფიზიკოსი, კიბერნეტიკოსი, მეცნიერ-გამომგონებელი. გადაცემის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი სესიაშვილი ოპერატორი ზაქარია როჭიკაშვილი მონტაჟი: ქეთი სესიაშვილი მაშ ასე, გვიყურეთ ჩვენ, - ტელეკომპანია PKTV-ის, ჩვენ არ მოგატყუებთ! ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV ●
PK TV2-ის სხვა ვიდეოები
მე-2 ნაწ. 1992 წლის მიტინგების დარბევები; 'იბერია...
წმიდანთა სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში, PKTV იხსენებ...
ქარდავები ჯვარის ბატალიონიდან : პრეზიდენტ გამსახუ...
PKTV- ს დოკუმენტური ფილმი "შეხვედრა მუჟავაში ჯვარ...
მე- 2 ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე,...
1-ლი ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე, ლ...
1-ლი ბლოკი: ბრინჯაოში გაცოცხლებული უკვდავება - პრე...
#1 ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის! ვინ არის დამნაშ...
მსგავსი ვიდეოები
PKTV პრეზიდენტ გამსახურდიას პოლიტიკური საიდუმლო 31 მარტის რ...
PK TV2
ჯო ბაიდენის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლისთვის საჭიროა ერის გაერთიანევბ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
№13 ხმა რეგიონებიდან - ხელისუფლება არის უზურპატორი, რომელსაც...
№14 ხმა რეგიონებიდან - საგანგებო მიმართვა შიდა ქართლის მოსახ...
№9 საუბრები პოლიტიკაზე: ზურაბ ქელეხსაშვილი - საქართველოს ს...
№58 აკაკი ჯორჯაძე - ირწმუნეთ, რომ მეორედ მოსვლაა! შობის დრო...