№23 2022 აკაკი ჯორჯაძე - სამყაროში მიმდინარე პროცესი მოვლენაა... ნიშნები ქართულად მოდის-ცნობიერდება!

11/20/2022

0:00:07 ბატონო აკაკი რაც ჩამოხვედით ითხოვთ და ითხოვთ ამ საუბრების ჩაწერას და გავაკეთეთ კიდეც. რა აუცილებლობაა, რა სულიერი და ფიზიკური მნიშვნელობა აქვს ამ ჩანაწერების გაშვებას?
0:02:45 დასკვნით ფაზაში შემოვედით, რა დროსაც ძალიან დიდი საკითხი წყდება. ჩვენ არა მარტო 2022 წლის დასასრულთან ვართ, არამედ იმ დიდი პერიოდის დასასრულთან ვართ როცა ჩვენ დავიწყეთ საუბარი საწყისში.
0:04:06 ჩვენი ფიზიკური აქტიურობა ნულზე ჩამოვიდა. სანამ არ შეწყვეტილა პროცესი, მე ვალდებული ვარ ვილაპარაკო. ეს ვადა დაიდო 2023 წლის 9 იანვრამდე.
0:04:55 მდგომარეობა იმდენადაა გაფუჭებული, რომ ის დიდი კატასტროფა რაც გველოდება, როგორმე თავიდან ავიცილოთ.
0:06:31 დიდი მოვლენაა კაცობრიული, სამყაროსეული მნიშვნელობის. მეორედ მოსვლაა!.. სულიერი პროცესია, სიტყვაა მოსული და ამ სიტყვას მოგახსენებთ.
0:07:03 საკითხი წყდება ადამიანის ხელით და წყდება პოლიტიკურად. ვიყენებთ ბიბლიას, მაგრამ თვალი რომ გავადევნოთ დროში მიმდინარე პროცესებს, აუცილებლად გვჭირდება ქართული ანბანი.
0:07:46 ქართული ქორონიკონი -- კალენდარი, სადაც რიცხვების ნაცვლად ასონიშნებით აღინიშნებოდა.
0:08:47 ქრისტეს დაბადების რეალური დრო.
0:11:01 სიტყვის გავრცელების პროცესი, რაშია საიდუმლო?
0:13:07 რასაც გელაპარაკებით ეს ლაზარეს გაცოცხლების საკითხებია.
0:20:00 ასომთავრულ ანბანში ჩადებულია საწყისის საიდუმლო თავის გრაფიკული მოხაზულობით და მხედრული, რომელშიც საიდუმლოებებია ხსნის ასომთავრულში ჩადებულ საიდუმლოს. ამ საიდუმლოს გიხსნით ამდენი წლის მანძილზე.
0:23:20 მოქმედებს ორი დრო: სულიერი და ფიზიკური. ქრისტეს დაბადებიდან 2000 წელი ზუსტად გავიდა 1995 წლის 9 იანვარს, დღის 2 საათზე თბილისის დროით.
0:27:37 ქრისტემ თქვა: ,,მე ვარ გზა, თუ არა ჩემით ვერავინ მივა მამასთან.'' ქრისტე სიტყვაა და ეს სიტყვაა მოსული.
0:30:31 ჩემი ყოვედღიური მოთხოვნა ჩაწერაზე იმას ემსახურება, რომ იქნებ სასწაული მოხდეს და იქნებ ქართველმა გამოიღვიძოს. ქართველობა ან ძილის მდგომარეობაში ვართ ან კომაში ვართ, საიდანაც ვეღარ გავიღვიძებთ თუ ასე გაგრძელდა.
0:31:33 ჩვენ თუ არ გადავწყვიტეთ ქართველობამ ვისაც ეს სასწაული გვეძლევა, გლობალურში არ გადაწყდება. ,,ფარი''-ს მნიშვნელობა.
0:39:00 უფლისგან შექმნილი კა - (ც) - ი, რომელშიც არის ჩადებული სულიერ- სხეულებრივი საკითხი.
0:44:02 სიტყვა, რწმენა და მე არის ღმერთი.
0:56:55 გარედან მთელი სამყაროს ერთი ნაწილი ჩვენზე მუშაობს, რომ ეს სიტყვა არ გაიგოს ქართველმა და საგანგებოდ ხდება მიძინება.
1:00:01 კავშირი მოსესთან, სულიერი ეგვიპტიდან უნდა გამოვიდეთ აღთქმულ ქვეყანაში.
1:02:07 საწყისში, როცა შეიძლებოდა ადამიანისა და ღმერთის კავშირი იყო ქართული და არა მეგრული ენა.
1:04:33 მერე ჩნდება მეგრული. თუ თავს დაიმდაბლებთ, აგიხსნით, თუ არა და თქვენი ახირება სიკვდილთან მიდის. ენობრივი სეპარატიზმის საკითხი.
1:09:01 ქართული იყო ერთი და დაიშალა სამად: მეგრული, სვანური, აფხაზური.
1:15:03 აღმო-სავლეთი, და-სავლეთის საკითხი. ამ-ერის და იმ-ერის საკითხი.
1:21:01 თუ გვინდა გავიაზროთ, ისინი ვინც ჭიდაობენ დღეს და ქვიათ მეცნიერები, ფიქრობენ რომ ასე გადარჩებიან თვითონ და გადაარჩენენ სხვას? გეუბნებით: ეს დაღუპვის გზაა, გარდაუვალი დაღუპვის! გაიხედეთ რა ხდება, ბირთვული ომი გინდათ?
1:21:39 იქნებ ამ ლაპარაკით ქართველებმა გავიგოთ და ბირთვული ომი გაჩერდეს. როგორ შეიძლება გაჩერდეს? ჩიხშია მსოფლიო და თუ ვირწმუნებთ უფლის დიდებას ვიხილავთ.
1:22:06 იქნებ ჭიდილი დავამთავროთ ერთმანეთში და ვინც საჭიროა მოვიდეს აქ, გზას არავის არ ვუკეტავ თუ უნდათ. გადარჩენა თუა ნიშნად ორი მთავარი უწყებიდან ველოდები წარმომადგენელს ან ერთიდან მაინც მოლაპარაკებაზე, როგორ გადავიდეთ ერთი მდგომარეობიდან მეორეზე. დარჩენილია დრო 9 იანვრამდე, იქნებ სასწაული მოხდეს და შევცვალოთ ფორმაციულად სისტემა.
1:24:31 ფორმაციულად ნიშნავს არა სახელის გამოცვლას, არამედ საკუთრების ფორმის შეცვლას. ერმა თავის საკუთრება უნდა მიიღოს.
1:26:34 ქართველებზეა ნათქვამი: ,,მოვა ვენახის პატრონი, მევენახეებს დახოცავს და ვენახს სხვას გადასცემს.'' გაერთიანებაა საჭირო და ერთად გადავწყვიტოთ ერისა და ქვეყნის ბედი.

სტუმრად, მწერალსა და სზოგადო მოღვაწესთან, ბატონ აკაკი ჯორჯაძესთან.

ვიდეო გადაღებულია და ჩაწერილია 2022 წლის, 2 ნოემბერს, რომლის პრემიერასაც გთავაზობთ 20 ნოემბერს, 21 საათზე.

პროცესი,რომელიც სამყაროში მიმდინარეობს მოვლენაა, ნიშნები ქართულად მოდის, ქართულად ცნობიერდება...

საუბარს უძღვება პოლიტიკური გაერთიანება „მძლეველი - ახალი სიტყვის“ თავმჯდომარე: გიორგი-ლაშა ლომიძე.

( გაგრძელება იქნება)