დატბორილი საქართველო - ვის აძლევს ხელს ჰესომანია საქართველოში?! რატომ არა - ნამოხვანჰესს?PKTV,2021
● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php ● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/ გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში გავიდა 19.04 . 2021 წ. ნამოხვანის თემა სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას, თუმცა საზოგადოების სრულ გამოფხიზლებამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ის, რაც ხელისუფლებამ შეგნებული თუ შეუგნებელი ქმედებით გააკეთა ,,ენკასთან“ დადებული ხელშეკრულებით, თაობებს გაჰყვება როგორც გაუგონარი ღალატის მაგალითი. საქართველოში დიდი ჰესების აშენების წინააღმდეგ კატეგორიულად ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ილაშქრებდნენ წესიერი გეოლოგები და გეოფიზიკოსები, სეისმოლოგები და ეკოლოგები. და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, კომუნისტები ბევრად უფრო პატრიოტულად და პროფესიული კეთილსინდისიერებით უდგებოდნენ საქმეს, ვინემ ეს ქარაქუცა ნაცქოცი ხელისუფლება. ჩვენ მხოლოდ ფაქტებით, არგუმენტებით და ანალოგიების მოშველიებით დაგანახებთ, რომ საქმე იმაზე უარესადაა, ვინემ მარტო ნამახვანჰესის აშენება-არაშენება. საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პარლამენტის წევრი, ცნობილი კიბერნეტიკოსი და გეოფიზიკოსი გურამ მაქაცარია, რომელმაც ლამის ნახევარი საუკუნე შეალია ჰიდროელექტრო სადგურების სარგებლიანობისა და მავნებლობის პრობლემის შესწავლას ნამდვილად თავზარდამცემ ინფორმაციას მიაწვდის PKTV-ს ერთგულ მაყურებლებსა და საქართველოს გონიერ, ქვეყნის სვე-ბედზე მოფიქრალ საზოგადოებას. ჩვენი ტელეკომპანიის საავტორო პროგრამის ,,დიდი გარღვევის“ ავტორისა და წამყვანის გიგლა გობეჩიასა და მისი სტუმრის, მეცნიერისა და მკვლევარის გურამ მაქაცარიას დიალოგი სრულიად ახალი რაკურსით შეგახედებთ ამ პრობლემას. გვესმის, რომ მწარეა ესოდენ შიშველი სიმართლე, მაგრამ განსაცდელი, რასაც ჩვენი ბედოვლათი ნაცქოცების ხელისუფლება სრულიად საქართველოს მოსახლეობას უმზადებს, გაცილებით მძიმე იქნება. ამიტომ ჩვენი ტელეკომპანია მზადაა დაუთმოს ეთერი ამ თემაზე პაექრობის მსურველ პატიოსან და არა დაქირავებულ პროფესიონალებს. საფრთხე ბევრად უფრო სერიოზულია, ვინემ ეს ზოგ-ზოგებს წარმოუდგენიათ!!! დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ. ასე რომ, გვიყურთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ. როგორც გითხარით, ეს გადაცემის პირვბელი ნაწილია. გაგრძელებები იქნება... გადაცემის წამყვანი გიგლა გობეჩია სტუმარი: გურამ მაქაცარია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ფიზიკოსი, კიბერნეტიკოსი, მეცნიერ-გამომგონებელი. გადაცემის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი სესიაშვილი ოპერატორი ზაქარია როჭიკაშვილი მონტაჟი: ქეთი სესიაშვილი ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , "ახალი ქსელები", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv და ჩვენს საიტზე pktvgeorgia.ge ● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/.... ასევე გვიყურეთ თანამგზავრზე - Azercosmos 46 გრადუსი, 30 000 ჰორიზონტალზე, სიხშირე -11095 (დროებით დაპაუზებულია) მაშ ასე, გვიყურეთ ჩვენ, - ტელეკომპანია PKTV-ის, ჩვენ არ მოგატყუებთ! ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV ●
PK TV2-ის სხვა ვიდეოები
მე-2 ნაწ. 1992 წლის მიტინგების დარბევები; 'იბერია...
წმიდანთა სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში, PKTV იხსენებ...
ქარდავები ჯვარის ბატალიონიდან : პრეზიდენტ გამსახუ...
PKTV- ს დოკუმენტური ფილმი "შეხვედრა მუჟავაში ჯვარ...
მე- 2 ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე,...
1-ლი ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე, ლ...
1-ლი ბლოკი: ბრინჯაოში გაცოცხლებული უკვდავება - პრე...
#1 ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის! ვინ არის დამნაშ...
მსგავსი ვიდეოები
Adesha - Azrze modi megobaro / ადეშა - აზრზე მოდი მეგობარო...
ჩემი ცოლის დაქალები
დატბორილი წერეთლის გამზირი
Formula News
„ტალღებივით მოდიოდა წყალი" - დატბორილი ბათუმი
Formula News
დატბორილი ეზოები
info rustavi
დატბორილი მარადიდი
ბათუმელები / Batumelebi
დატბორილი სარდაფები
info rustavi
უხვი ნალექი და დატბორილი ქუჩები
info rustavi
უხვი ნალექი რუსთავში და დატბორილი ქუჩები
info rustavi