მეხუთე დღე მიწისძვრიდან - ვითარება თურქეთსა და სირიაში


თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 24 ათასს გადააჭარბა. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში სტიქიას 20 665 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3 513 ადამიანი შეეწირა. დაშავებულია ასი ათასობით ადამიანი, ორივე ქვეყანაში სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი დღის შემდეგ გადარჩენის შანსი მცირდება, მაშველებმა დღეს, 12 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 60 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. სამაშველო სამუშაოებში თითქმის 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩართულები, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიზნით საზღვარი გახსნა სომხეთთან. გაერო-ს მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან