უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - გამოძიების მეხუთე დღე
მეხუთე დღე ვაკის პარკის ტრაგედიიდან - ერთი დღით ადრე გახსნილ შადრევანში დენის გატარების და 13 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არის მიცემული. გამომძიებლების შეკითხვებს დღეს უკვე მესამედ უპასუხა იმ კომპანიის დირექტორმა, რომელმაც ისტორიული შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. ამ წუთებში კი პოლიციის სამმართველოში კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ კომპანიამ შეადგინა შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტი და როგორც შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე უშუალოდ პროექტზე, ექსპერტიზის დასკვნებიც არსებობს. გათვალისწინებული იყო თუ არა მითითებულ პროექტში უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, დაიცვეს თუ არა ეს პირობები უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესში, რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები და შეამოწმა თუ არა სრულყოფილად საექსპერტო კომპანიამ ყველა დეტალი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებამდე, რომლის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა - ეს მთავარი კითხვებია, რომლებზეც პასუხების მისაღებად ოპონენტები დედაქალაქის მერს საკრებულოში იბარებენ და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - უსაფრთხოების ნორმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - გამოკითხვები პოლიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 წლის მარიტა მეფარიშვილი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაა...
TV IMEDI
კახა მურადაშვილის განცხადება
TV IMEDI
ვაკის პარკში დაშავებულ მოზარდთაგან ერთი, უკვე გაწერეს
TV IMEDI
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - მიმდინარე გამოძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - საგამოძიებო მოქმედებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster