საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა

29.11.2019 01:47

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი დაემატება.  შესაბამის სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ჰანსენმა. დოკუმენტის თანახმად, „იბიარდი“ 80 მილიონ ევროს გამოყოფს, საიდანაც 65 მლნ ევრო-ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო - დეპოს მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული. ასევე გაფორმდა შეთანხმება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ თაობაზე. „იბიარდი“  საქართველოს 6 დიდ ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორში და ფოთში  დაახლოებით 175 ავტობუსის შესაძენად, 17 მლნ ევროს შეღავათიან სესხს გამოყოფს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: