ინფრასტრუქტურული პროექტი

26.12.2020 01:05

რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 36 ავტობუსი ქუთაისს უკვე გადაეცა. მათგან 30 - 50 მგზავრს იტევს, 6 სატრანსპორტო საშუალება კი - 83 მოქალაქეზეა გათვლილი. ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის შერჩეულია საქართველოს ექვსი ქალაქი, - თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი. 175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania