#მოამბე 21 საათზე, 8 ნოემბერი, 2022 #LIVE

08.11.2022 01:04:20

• ევროპარლამენტის რეზოლუციაში მომზადებულ შესწორებებს „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის დამაზიანებლად მიიჩნევს და რიგ ევროპარლამენტარებს ქართული რადიკალური ოპოზიციის ლობისტობაში ადანაშაულებს; რეზოლუციის შესწორებები და შეფასებები • დევიდ ლი კარლ ჰარცელის წინააღმდეგ - ევროპული ბიზნეს-ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ევროპელ მაღალჩინოსნებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ კი კორუფციულ პოლიტიკურ ორგანიზაციას უწოდებს; სკანდალური განცხადება და გამოხმაურებები • აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დემოკრატია საფრთხეშია და ამომრჩევლებს მხადაჭერისკენ მოუწოდებს, დონალდ ტრამპი კი მხარდამჭერებს წარმომადგენელთა პალატის და ქვეყნის დაბრუნებას ჰპირდება; ბრძოლა მანდატებისთვის და პროგნოზები • „საბავშვო ევროვიზია 2022“-ის სიმღერისა და კლიპის საეთერო პრემიერა საქართველოს პირველ არხზე - მზადება კონკურსისთვის და შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლივი ნამუშევარი, რითაც „რანინას“ გამარჯვებული მარიამ ბიგვავა საქართველოს საერთაშორისო არენაზე წარმოადგენს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: