მიროსლავ ლაიჩაკი ქეთევან ციხელაშვილს შეხვდა

11.02.2019 01:06

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის თემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევები, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო. ლაიჩაკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ის ვიზიტის პირველ დღეს საოკუპაციო ზოლში იმყოფებოდა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: