გურამ ოდიშარიას ვიზიტი ლიტვაში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში დასრულდა. გურამ ოდიშარია ვილნიუსში ლიტვის კულტურის მინისტრის, შარუნას ბირუთისის მიწვევით იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ლიტვის ისტორიულ დედაქალაქ თრაქაიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლიტველ კოლეგასთან ერთად დაესწრო. ლიტვაში საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ დღესასწაულს ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენესი, სხვა ოფიციალური პირები და ლიტვის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესტუმრენ. საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ბალტიისპირეთის ქვეყნებში საგასტროლოდ მყოფმა ანსამბლ „ქართული ხმების" წევრებმა გაალამაზეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრი ლიტვის კულტურის სამინისტროს ესტუმრა და ლიტველ კოლეგასთან ერთობლივ სამომავლო პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირის წევრ მეგობარ ქვეყანაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ვიზიტს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში დასრულდა
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას ვიზიტი სვანეთში
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას ვიზიტი სვანეთში
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას ვიზიტი იმერეთში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი პანკისის ხეობაში
culturegovge culturegovge
მინისტრის ვიზიტი ბათუმში
culturegovge culturegovge