პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

17.01.2022 01:04

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, ყოფილი მეუღლე, მისსავე საცხოვრებელ სახლში ყელის არეში ხელის მოჭერით გაგუდა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გაზქურის ონკანი გახსნა, რათა მოეხდინა გარდაცვლილის ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
00:51

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავ...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
01:49

პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განა...

საქართველოს პროკურატურა

ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირის საქმე
01:11

ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

Rustavi 2 ბარბარე რაფალიანცის საქმის სკანდალური დეტალები ექსკლუზიური ინტერვიუ
11:19

Rustavi 2 ბარბარე რაფალიანცის საქმის სკანდალური დეტალები ექს...

GreenBeats

ყოფილი მეუღლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო პროცესი

ყოფილი მეუღლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო პროცე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ინტერვიუ მიხეილ სარჯველაძესთან
13:49

კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ინტერვიუ მიხეილ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
02:26

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ნაკვეთე...

საქართველოს პროკურატურა

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილება
01:57

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დე...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო