ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 1 ივლისს, ქ.ქუთაისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ, კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან...
Tv Dia
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პ...
საქართველოს პროკურატურა
ყოფილი მეუღლის, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევა...
Tv Dia
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მკვლელობა საგარეჯოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster