შეხვედრა თეთრწყაროში ადგილობრივი ტურიზმის განვითარების შესახებ.

23.07.2018 02:47

✅22 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ,,ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების ხელშეწყობის საინიციატივო ჯფუფის“ მიერ გამართულ ტურისტულ ღონისძიებას დაესწრო. ✅საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, სტუმრებს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალისა და არსებული სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მოეწყო პრეზენტაციები, საგამოფენო სივრცე დაეთმო თემატურ ფოტო-მასალას, საუბარი შეეხო იმ საჭიროებების გამვლენას, რომელიც რეგიონის ტურისტული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ✅ღონისძიებას ტურიზმის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წამყვანი სპეციალისტები, ტუროპერატორები, გიდები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. #ქვემოქართლი2018 #თეთრიწყარო2018 #ტურიზმი2018

გაზიარება: