COVID-19 - ვითარება ბოლნისის საკარანტინო ზონაში

02.05.2020 03:38

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში დამატებითი რეკომენდაციები გასცა. ეს ის რეგიონებია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. სულ დადასტურებულია 189 შემთხვევა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც 107 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ დაასრულა შეხვედრა ბოლნისში და შეხვედრის დეტალებს და რეკომენდაციებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს - რა დამატებითი ღონისძიებები გატარდება ბოლნისში კორონავირუსის შესაკავებლად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: