საქველმოქმედო გალა-კონცერტი

19.02.2023 01:53

მსოფლიო ვარსკვლავები ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 20 თებერვალს დაგეგმილი კონცერტის გენერალურ რეპეტიციას გადიან. ხვალ, 21: 30 საათზე რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო „მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“. გალა-კონცერტზე შესრულდება საოპერო და საესტრადო შედევრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს საგალობლები. ნინო სურგულაძის ფონდ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო კონცერტი ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება და ღონისძიებიდან შემოსული თანხა თურქ და სირიელ ბავშვებს მოხმარდებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: