ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო გალა-კონცერტი სტრასბურგში

26.09.2015 02:14

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, 25 სექტემბერს, სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში (STRASBURG CONVENTION CENTRE), პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ”იავნანას” ორგანიზებით, საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სოლისტებმა და საქართველოს სახელმწიფო ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო; ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ: ნინო მაჩაიძე (სოპრანო) - ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო) - ოთარ ჯორჯიკია (ტენორი) - ლადო ათანელი (ბარიტონი) - პაატა ბურჭულაძე (ბანი); საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო