ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო გალა-კონცერტი სტრასბურგში
09/24/2015
culturegovge culturegovge-ის
მიერ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, 25 სექტემბერს, 20:00 საათზე, სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში (STRASBURG CONVENTION CENTRE), პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ”იავნანას” ორგანიზებით, საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოლისტები და საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიიღებს; ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: ნინო მაჩაიძე (სოპრანო) - ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო) - ოთარ ჯორჯიკია (ტენორი) - ბადრი მაისურაძე (ტენორი) - ლადო ათანელი (ბარიტონი) - პაატა ბურჭულაძე (ბანი); საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
საქველმოქმედო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პატრონაჟით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია ასოციაცია Humanitaire “Espoir 2008”.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045