საქართველოს პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოვა

05.07.2013 12:50

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და დამსახურებისთვის თითოეული მათგანი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით ამ უმაღლესმა სასწავლებელმა არაერთი კვალიფიცირებული სპეციალისტი აღზარდა და ტექნიკურ სფეროში გარკვეული ტრადიციების დამფუძნებელი გახდა. როგორც მან აღნიშნა, ამ უნივერსიტეტმა უდიდესი წვლილი შეიტანა ინდუსტრიის მიმართულებით და მნიშვნელოვანი სკოლები ჩამოაყალიბა. მიმართვისას, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პროფესორ-მასწავლებლებს იმ წვლილისათვის, რომელიც მათ განათლების სფეროში შეაქვთ და იმ თაობების აღზრდისთვის, რომლებმაც ახალი ტექნოლოგიები შექმნეს, მათ შორის, სამხედრო სფეროში. Visit Website: http://president.gov.ge Visit Facebook:   / saakashvilimikheil   Visit Twitter:   / saakashvilim   ----------------------------------------------------------------------------------------

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო