ზუგდიდში ადგილობრივ ბიზნესმენებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი შეხვდა

09.06.2016 01:12

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ზუგდიდიში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება, რომელსაც 40-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწო, შ. მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. სავაჭრო პალატის გუნდმა შეკრებილებს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო არბიტრაჟს, რომელსაც საქართველოში სავაჭრო პალატა ახორციელებს. თავის მხრივ მეწარმეებმა ჩიქოვანს ბიზნესში არსებული პრობლემები გააცნეს. მათი თქმით, წარმოებული საქონლის ექსპორტის თვალსაზრისით, ექმნებათ ბარიერები, რაც გამარტივებას საჭიროებს, როგორც იურიდიული ასევე ტექნიკური მიმართულებით. ცნობისთვის, საქართველოს სავაჭრო პალატა 1960 წელს დაარსდა. მის საბჭოში 34 ბიზნეს ასოციაციაა გაერთიანებული და ის მთავრობათაშორის ეკონომიკურ კომისიებშია წარმოდგენილი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზუგდიდელებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სიახლეები გააცნეს
01:27

ზუგდიდელებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სიახლეები გა...

Radio Atinati

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობა გააპროტესტეს
01:20

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობა გ...

Radio Atinati

პრემიერ-მინისტრის განცხადება

პრემიერ-მინისტრის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ზუგდიდელ მეწარმეებს ტრენინგი ჩაუტარა
01:52

მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ზუგდიდელ მეწარმეებს ტრენინგი ჩაუტარ...

Radio Atinati

“ევროპული საქართველოს\" ლიდერებმა ზუგდიდში შეხვედრა გამართეს
02:18

“ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ზუგდიდში შეხვედრა გამართეს

Radio Atinati

დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ზუგდიდში და ინტერვიუ ადგილობრივ მედიასთან
09:50

დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ზუგდიდში და ინტერვიუ ადგილობრივ...

Radio Atinati

ზუგდიდში არჩევნებს ატარებენ ადგილობრივ კრიმინალებთან  შეკრული სუს-ის მაღალჩინისნები - ანი წითლიძე
09:21

ზუგდიდში არჩევნებს ატარებენ ადგილობრივ კრიმინალებთან შეკრულ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

TI-მ ადგილობრივ ხელისუფლებას ზუგდიდში არსებული პრობლემების ჩამონათვალი წაუდგინა
03:04

TI-მ ადგილობრივ ხელისუფლებას ზუგდიდში არსებული პრობლემების ჩ...

Radio Atinati

ყველა ვიდეო