ზუგდიდელებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სიახლეები გააცნეს
ზუგდიდში, პარლამენტის წევრებმა და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ადგილობრივ ბიზნესმენებს შრომის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონით დადგენილი ცვლილებები გააცნეს. როგორც დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ კანონმდებლებსა და საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შორის კანონის უფრო ეფექტური მუშაობისთვის კომუნიკაცია შედგეს. „შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული კანონის განხორციელებაზე ვმუშაობთ, რომ ახალი სტანდარტები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. გვჭირდება კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ გვქონდეს თანამშრომლობა მათთან და მოვახერხოთ სრულფასოვნად და ეფექტურად კანონის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მიიჩნევს, რომ ზუგდიდშიც, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, საჭიროა, ხალხმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს. „აუცილებელია, რომ იყოს გამკაცრებული ნორმების კონტროლი, რათა თითოეული ადამიანის უფლება იყოს მაქსიმალურად დაცული. ინფორმაციის მიღება კი ხელს შეუწყობს, რომ შრომის პროცესში დასაქმებულის სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული იყოს“, - დასძინა ქვარაიამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დავით სერგეენკომ ზუგდიდელებს 26 მაისი მიულოცა
Radio Atinati
მერაბ ქვარაია: აფხაზ და ოს ძმებს ჩვენთან ერთად ძლიერი საქართ...
Radio Atinati
თენგიზ გუნავა: თავისუფლებას დაცვა სჭირდება
Radio Atinati
საპატიო ზუგდიდელებს ყოველ ვლაქერნობას გამოავლენენ
Radio Atinati
ჩიქოვანმა ზუგდიდელებს, „თავისუფალი დემოკრატების“ სოციალურ-ეკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გვარამიამ ზუგდიდელებს აგინა
Alex Ulos
გრიგოლ ვაშაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდელებს დამოუკი...
Radio Atinati