შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან
შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ინფრასტრუქტურული პროექტები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების თემები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა. პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზების ლიბერალიზაციისადმი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივებს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა როსენ პლევნელიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ. იხილეთ ვიდეო: http://gov.ge/s/f4778
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ბულგარეთის საელჩოში
TV IMEDI
შეხვედრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან
Irakli Gharibashvili
შეხვედრა ბულგარეთის ელჩთან
Irakli Garibashvili
ბულგარეთის პრეზიდენტის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
MOE: მინისტრის შეხვედრა ელჩთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთს ეწვია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ტემპუსის" საერთაშორისო პროექტი თესაუ-ში
ტელეკომპანია თანამგზავრი