„ხალხის ძალის“ კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა
თითქმის ცხრა საათიანი ხმაურიანი განხილვა დასრულებულია. მწვავე კრიტიკისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში კომიტეტზე მსჯელობა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა, მოგვიანებით კი ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები ე.წ. აგენტების შესახებ ორივე პროექტს რუსულ კანონად აცხადებენ და ამბობენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვეღარ მიიღებს. ოპოზიცია მოითხოვს კანონპროექტები პარლამენტიდან გამოიწვიონ. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს „ხალხის ძალა“ და აქცენტს საზოგადოების ინფორმირებულობასა და უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობაზე აკეთებს. მმართველ გუნდში კი ოპონენტებს ახსენებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაურიანი განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაურიანი განხილვა პარლამეტში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაურიანი განხილვა კომიტეტების სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადავო კანონპროექტების განხილვა - თეონა მანაგაძე პარლამენტიდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო ოპოზიცია სათათბიროდ იკრიბება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო ოპოზიციის წევრების შეხვედრა - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster