საპარლამენტო ოპოზიცია სათათბიროდ იკრიბება

05.03.2023 02:44

საკანონმდებლო ორგანოში ხმაურიანი სხდომისათვის ემზადებიან. ხვალ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა გაგრძელდება. დეპუტატები იურიდიულ კომიტეტზე შეიკრიბებიან. შეხვედრა, დიდი ალბათობით დაპირისპირების ფონზე ჩაივლის, ოპოზიციას საპროტესტო გამოსვლა უკვე დაანონსებული აქვს. ახლა ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობისათვის პარლამენტში იკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ 2 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა განიხილა და მხარი დაუჭირა. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო