თავდაცვის კომიტეტის სხდომა

13.02.2019 01:50

პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქციებზე მსჯელობენ. თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე წარადგენს. კანონპროექტით, საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს, ანალიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერი, თავდაცვის, შინაგან, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების უფროსები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. საპარლამენტო ოპოზიცია ინტერესდება, საბჭოს საქმიანობაში რატომ არ არის ჩართული პრეზიდენტი და რამდენად შესაძლებელი იქნება, მდივნის ფუნქცია რომელიმე მინისტრმა შეასრულოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

თავდაცვის კომიტეტის სხდომა
02:08

თავდაცვის კომიტეტის სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსული საფრთხეები - თავდაცვის კომიტეტის სხდომა
04:08

რუსული საფრთხეები - თავდაცვის კომიტეტის სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხავიერ კოლომინამ პარლამენტში შეხვედრები გამართა
02:32

ხავიერ კოლომინამ პარლამენტში შეხვედრები გამართა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირების პროექტი
01:44

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირების პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი თავდაცვის კოდექსი
02:16

ახალი თავდაცვის კოდექსი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნა
09:11

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნა

თავდაცვის სამინისტრო

გენშტაბის უფროსი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
01:17

გენშტაბის უფროსი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
01:04

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო