რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


ხერსონისა და დონეცკის ოლქებში დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20-ზე მეტი. გავრცელებული ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 60 წლის ქალი ემსხვერპლა ქალაქ ბერისლავში. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, იერიში გამთენიისას დაიწყო, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. გასული 24 საათის განმავლობაში, ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა დონეცკში. დაიბომბა ავდეევკა და უგლედარი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით გამთენიისას კრასნოდარის მხარეში რამდენიმე ობიექტზე თავდასხმის მცდელობა იყო. თავდაცვის უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ შავი ზღვის აკვატორიის თავზე, კრასნოდარის მხარის სანაპიროსთან ორი დრონი გაანადგურა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან