შუალედური არჩევნები 2022-ის წინასწარი შედეგები
შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ორივე ოლქში - რუსთავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა ცესკო-ს თავმჯდომარემ, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის ყველა ხმა დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მათე ფუტკარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - მიიღო 3 244 ხმა, რაც ხმების 30,98%-ია; „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ კი - 7 225 ხმა დააგროვა, რაც ხმების 69,01%-ია. რაც შეეხება რუსთავს, აქ სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული. „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ - მას ერგო 2 634 ხმა, რაც 6,95 პროცენტია. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო - 34 333 ხმა, რაც 90, 61 პროცენტია. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიიდან“ კამალ მურადხანოვმა - 923 ხმა დააგროვა, რაც 2,43 პროცენტია. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებზე მცირე ხარვეზები დაფიქსირდა და დღეიდან საჩივრების განხილვა დაიწყება, თუმცა, მისივე თქმით, ამ ხარვეზებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შუალედური არჩევნები - წინასწარი შედეგების შეფასება რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების შედეგები სენატში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ გააკონტროლებს ამერიკის კონგრესს?
ამერიკის ხმა
#მოამბე 21 საათზე, 8 ნოემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნები - ISFED-ის იურისტი გიორგი მონიავა
Euronews Georgia
შუალედური არჩევნები - ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო...
Euronews Georgia
აშშ-ის შუალედური არჩევნები
Euronews Georgia