არჩევნების შედეგები სენატში
„სიბიესის“ პროგნოზით, ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შევა. წინასწარი მონაცემებით, კეტრინ კორტეს მასტო რესპუბლიკელ მოწინააღმდეგეს მცირე სხვაობით ამარცხებს. როგორც ტელეკომპანია წერს, ამ გამარჯვებით „დემოკრატები“ სენატში 50 ხმას აგროვებენ და ფაქტობრივად ინარჩუნებენ უმრავლესობას, რადგან კიდევ ერთი გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს, რომელიც კონსტიტუციით სენატის თავმჯდომარის ადგილს იკავებს. „ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დემოკრატების“ მიერ სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა, დონალდ ტრამპმა კი დემოკრატები ნევადისა და არიზონას შტატში არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. დღევანდელი მონაცემებით, სენატში 50 ადგილი „დემოკრატებს“ და 49 „რესპუბლიკელებს“ ექნებათ. ერთადერთი შტატი, სადაც ჯერ შუალედური არჩევნების შედეგი უცნობია, ჯორჯიაა. ამ შტატში მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯორჯიაში რესპუბლიკელმა კანდიდატმა გაიმარჯვა, სენატში ორ პარტიას 50-50-ი ხმა, ხოლო გადამწყვეტი ხმა „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ექნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შუალედური არჩევნების შედეგები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნების შედეგები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკელების არჩევანი
Formula News
პოლიტიკური დაპირისპირება სენატის განმეორებით არჩევნებამდე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბული არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი წელი
პირველი არხი - 42-ე პარალელი
საკრებულოს შუალედური არჩევნები სენაკში - პირველადი შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების შედეგები
info9 info99