პოლიტიკური დაპირისპირება სენატის განმეორებით არჩევნებამდე


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ თეთრი სახლისთვის პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება.

„ვაშინგტონ პოსტი“ სკანდალურ აუდიო-ჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯიის შტატის მაღალჩინოსანს მოუწოდებს, „მოძებნოს 12 ათასი ხმა“. ამავე მასალაში ტრამპი ამტკიცებს, რომ მან ჯორჯიის შტატში გაიმარჯვა. ოპონენტები თეთრი სახლის მოქმედ ლიდერს ძალაუფლების გადამეტებაში სდებენ ბრალს. სკანდალური ჩანაწერი წინ უსწრებს ჯორჯიის შტატში დაგეგმილ განმეორებით არჩევნებს, რომლის შედეგად უნდა გადაწყდეს, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს სენატს. ორ დღეში კი ახლად არჩეულმა კონგრესმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამტკიცოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან