შუალედური არჩევნები 2022-ის წინასწარი შედეგები


შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ორივე ოლქში - რუსთავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა ცესკო-ს თავმჯდომარემ, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის ყველა ხმა დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მათე ფუტკარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - მიიღო 3 244 ხმა, რაც ხმების 30,98%-ია; „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ კი - 7 225 ხმა დააგროვა, რაც ხმების 69,01%-ია. რაც შეეხება რუსთავს, აქ სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული. „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ - მას ერგო 2 634 ხმა, რაც 6,95 პროცენტია. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო - 34 333 ხმა, რაც 90, 61 პროცენტია. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიიდან“ კამალ მურადხანოვმა - 923 ხმა დააგროვა, რაც 2,43 პროცენტია.

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებზე მცირე ხარვეზები დაფიქსირდა და დღეიდან საჩივრების განხილვა დაიწყება, თუმცა, მისივე თქმით, ამ ხარვეზებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან