სატრანსპორტო რეფორმის ახალი ეტაპი

28.02.2024 05:59

თბილისის ავტობუსების პარკი კიდევ უფრო გაფართოვდება.

მალე დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვა. პოლიტკოვსკაია-სამგორი, ბარათაშვილის ქუჩა-გლდანი, ბარათაშვილის ქუჩა დიდი დიღომი - სატრანსპორტო საშუალებები სამ მარშრუტზე იმოძრავებენ. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მერიაში ამტკიცებენ, რომ „მანის“ ფირმის თანამედროვე და 164 მგზავრზე გათვლილი ავტობუსების გამოჩენამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა 30%-ით გაზარდა. დედაქალაქის მთავრობამ ჯამში 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა, რომლებსაც თბილისში წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩამოიყვანენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania