თბილისი. 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე გამოვიდნენ ხაზზე. მარშრუტი N 302. დიდი დიღომი- მაღლივი.
თბილისი. 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე გამოვიდნენ ხაზზე. მარშრუტი N 302. დიდი დიღომი- მაღლივი. N302 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ცხრა ავტობუსი მოემსახურება N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა და მგზავრებს დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოემსახურება. ახალი ავტობუსები აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის სისტემებით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას. ასევე, WIFI მოწყობილობას. MAN-ის მარკის 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა. ავტობუსების პირველი ნაკადი დედაქალაქში უკვე შემოსულია და ისინი სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გავლენ. ავტობუსების შემოყვანის პროცესი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. #ავტობუსი #ტრანსპორტი #თბილისი #მიხეილრობაქიძე #tbilisi #ზამთარი
misha robaqidze-ის სხვა ვიდეოები
თბილისი. იშვიათი წიგნები და ალბომები. საღამო “ბუკი...
Тбилиси. Проспект Руставели и его окрестности. Хра...
90 იანი წლების თბილისი
მინიატურული მოდელების მაღაზია “მინიმა”. თბილისი. ტ...
Тбилиси. Вечерняя прогулка по городу. С Авлабара в...
თბილისი. ვაკე. ჭავჭავაძის 22 ნომერი. რა ხდება შუაღ...
Тбилиси. Отель “WINE PALACE”. Оазис комфорта, уюта...
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ავტობუსები დედაქალაქისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი მიკროავტობუსები, ახალი წესები და საზ.ტრანსპორტის გადა...
MULTIMEDIA GE
თბილისში სატესტო რეჟიმში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა - ს...
Business Media Georgia
სატრანსპორტო რეფორმის ახალი ეტაპი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
18-მეტრიანი ავტობუსების ეფექტი - თბილისის სატრანსპორტო რეფორ...
Business Media Georgia
კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარეაბილიტაციო სამუშაოები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster