ქალაქში გადაადგილება პოლიტიკური საკითხია

06/12/2022
Litagora-ის მიერ

ახალი ვიდეოების მათ განთავსებისთანავე სანახავად გამოიწერეთ ლიტაგორას არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს.

ოპტიკური ნაკადი #3
სტუმარი: ელენე ხუნდაძე

ქალაქში გადაადგილება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში გვავიწყდება იმის გააზრება თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს ის არა უბრალოდ \"ა\" პუნქტიდან \"ბ\" პუნქტში მისასვლელად, არამედ თუ რა პირდაპირი გავლენა აქვს მას ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაზე, იქნება ეს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი პერიოდი, ინდივიდუალური ჯანმრთელობიდან დაწყებული კოლექტიური, პოლიტიკური შედეგებით დამთავრებული.
ეს თემა ცხადია ზუსტად ეხმაურება ოპტიკური ნაკადის სარედაქციო ინტერესს - იმდენად რამდენადაც ეს არის პოდკასტი ყველაფერ იმის შესახებ რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და ყველაფერ იმაზე რაც ჩვენს ცხოვრებაზე უშუალო გავლენას ახდენს. ამ თემაზე სალაპარაკოდ მორიგ ეპიზოდში ელენე ხუნდაძე მოვიწვიეთ. ელენე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქალაქგანვითარების დაგეგმვის მაგისტრია, 2017-2020 წლებში კი ის თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის სატრანსპორტო პოლიტიკის და დაგეგმვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ელენე სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხის ირგვლივ უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს და ამ კონკრეტულ ეპიზოდში დეტალურად საუბრობს თუ რატომაა მნიშვნელოვანი თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ბოლომდე მიყვანა, რატომ არის აუცილებელი კერძო ავტომობილებთან მიმართებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაცია და ზოგადად, რა შედეგი მოაქვს ურბანულ გარემოში სხვადასხვა გადაწყვეტილებებს საზოგადოების ცხოვრებაზე.

00:00 - შესავალი
05:56 - კომენტარი რეფორმასთან დაკავშირებულ პროტესტზე, რატომ უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრიორიტეტული?
09:41 - მანქანის ფლობა როგორ იძულებითი არჩევანი
10:50 - მე-20 საუკუნის შუა პერიოდი, მანქანა როგორც \"გათავისუფლების\" საშუალება
15:06 - საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაგეგმარება როგორც პოლიტიკური საკითხი და საერთო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი
22:51 - თბილისში გადაადგილებების მეტი წილი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის
31:02 - სწორი ინფორმაციის მნიშვნელობა საზოგადობრივი ტრანსპორტის და ზოგადად კონკრეტულ საკითხზე მუშაობის შემთხვევაში
36:48 - როგორი ქალაქი გვინდა?
43:46 - კონკრეტულად თბილისის პროექტზე, რეფორმის ბოლომდე მიყვანის აუცილებლობა და მტკივნეული გარდამავალი პერიოდი
50:19 - საერთაშორისო გამოცდილება რომელმაც თბილისის სატრანსპორტო სისტემაზე გავლენა იქონია
59:59 - საგზაო უსაფრთხოება და სიჩქარის საკითხი თბილისში

პოდკასტის წამყვანი და ვიდეო: დათო ლობჟანიძე
ტიტრები და thumbnail: სალომე ლეჟავა
მუსიკა: Yung Logos - Fat Man
მარშრუტი: თბილისი. რუსთაველის გამზირი - კოსტავას გამზირი - მელიქიშვილის გამზირი - ილია ჭავჭავაძის გამზირი

პოდკასტის აუდიო ნაწილი ჩაწერილია The Arthouse Gallery-ში, 29.06.22-ში
The Arthouse Gallery
https://www.instagram.com/the_arthous...
  / thearthousegallery9  

პოდკასტან დაკავშირებული სასარგებლო მასალები და წყაროები:
სკანდინავიური ხედვა
https://visionzeronetwork.org/about/w...
https://www.theguardian.com/world/202...
რობერტ მოსესი
https://en.wikipedia.org/wiki/Robert_...
მანქანის პროვოცირებული მოთხოვნა
https://en.wikipedia.org/wiki/Induced....
ჰოლანდიელი დედების და ველოსიპედისტების ინიციატივა
https://www.theguardian.com/cities/20...
ჯეინ ჯექობსი
https://en.wikipedia.org/wiki/Jane_Ja...
დიდი ამერიკული ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე
https://www.amazon.com/Death-Life-Gre...
ექსტერნალია
https://en.wikipedia.org/wiki/Externa....
სწრაფი ავტობუსების ხაზები
https://en.wikipedia.org/wiki/Bus_rap...
კურიტიბას ავტობუსების სისტემა
https://en.wikipedia.org/wiki/Rede_In...
რამდენიმე თვის წინ მომხდარი ავარია
https://primetime.ge/news/sazogadoeb/...

Facebook
  / litagora  
Instagram
  / litagoramagazine  
Web
https://litagora.ge/

ვიდეოები „Litagora"-ისგან