პარლამენტის თავმჯდომარის წერილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს
უკრაინისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ერთიანია, - ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ კოლეგას უგზავნის. „თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მომზადებულ ვიდეომიმართვაზე პასუხად, გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა აერთიანებთ. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. აცხადებს შალვა პაპუაშვილი. საკუთარ წერილში ის საქართველოს მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც საუბრობს. წერილში ასევე ვკითხულობთ - გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას. ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო ამონარიდი წერილიდან, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უკრაინელ კოლეგას გაუგზავნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 9 თებერვალი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპული პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის წერილი სტრასბურგში გაიგზავნა
TV IMEDI