შეფასებები უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე
უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილს თბილისში ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ შეფასებით, სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინტერპრეტაციები და არასწორი ნაბიჯების გადადგმა ხდება, რაც აზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილისადმი რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოგზავნილი წერილის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გაუგებრობებს მალე ადგილი აღარ ექნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბუჩაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა აუცილებელია. შეგახსენებთ, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მისი მიწვევა ბუჩასა და ირპინში „შეუფერებლად“ შეაფასა. სტეფანჩუკის თქმით, პაპუაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს უკრაინაში წასვლას, ვიდრე „უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სრულად არ გააცნობიერებენ იმ ძლიერ მხარდაჭერას“, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ იჩენს, მხარდაჭერის მაგალითად კი საერთაშორისო არენაზე უკრაინისთვის ხმის მიცემა არის დასახელებული. უკრაინის რადას თავმჯდომარის განცხადებით, კიევი აფასებს ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით არახამიას განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით არახამიას განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ულტიმატუმი კიევიდან და თბილისის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური შეფასებები დავით არახამიას განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster