„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილი

14.11.2021 01:37

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებთან და სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვრცელი წერილი გაავრცელა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. “ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ. რადგან სააკაშვილის საკითხი, ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე აქტუალურია, ამ თემას შედარებით დეტალურად შევეხები. კერძოდ, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას: როდესაც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი პარლამენტის წევრს უმძიმესი ფორმით ფიზიკურად უსწორდება და ახალგაზრდა კაცის მკვლელებს საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით მფარველობს, უნდა მოიხადოს თუ არა მან ამ ქმედებებისთვის სასჯელი - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – კი. როდესაც ამ დანაშაულთა გამო მსჯავრდებული პირი საქართველოს საზღვარს უკანონოდ ჰკვეთს, უნდა მოხდეს თუ არა მისი მყისიერი დაპატიმრება? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – კი. როდესაც მსჯავრდებული ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შიმშილობას იწყებს და განთავისუფლებას ითხოვს, უნდა დაუკმაყოფილდეს თუ არა მას მოთხოვნა? პასუხი აქაც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – არა.“ – ასეთია ირაკლი კობახიძის შეფასება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილი - გამოხმაურება
03:06

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილი - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი ბუდაპეშტში
05:41

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი ბუდაპეშტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტის თავმჯდომარის წერილი
00:51

პარლამენტის თავმჯდომარის წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ივანიშვილის წერილს ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებს
04:22

ივანიშვილის წერილს ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა
15:30

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიამ ჯაში - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად მოხდება ყველა ზომის გამოყენება
00:28

მარიამ ჯაში - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად მოხდებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეფასებები უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე
03:20

შეფასებები უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

EPP-ის ორი დეპუტატის წერილი
06:51

EPP-ის ორი დეპუტატის წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო